ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ოპერატიული სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდაცვლილი 29 წლის ქალის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს ოჯახში. როგორც “რეგიონულ კვირას” ოჯახის ახლობელმა, ლევან ჭელიძემ განუცხადა, ცხედარს რამდენიმე ჭრილობა მიყენებული აქვს გულ-მკერდისა და კისრის არეში.
” სრულიად უკონფლიქტო გოგო იყო, არც სავარაუდო მკვლელის შესახებ ვიცით რამე. ვნახე ცხედარი, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდისა და სახის არეში”,- ამბობს ჭელიძე.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლოციამ უკვე გამოკითხა გარდაცვლილის მეზობლები. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა და ყვიროდა, თუმცა ადგილზე სამაშველო დაახლოებით ორი საათის მერე გამოიძახეს. მათ კარი გააღეს და ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ახალგზარდა ქალი გამსახურდიას ქუჩაზე მეგობარ გოგოსთან ერთად, ქირით ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს გარდაცვლილი სახლში მარტო იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ქუთაისში მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.