გარდაბანში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სამ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვორას” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტებს ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე გამოსაკვლევად საკარანტინო ზონაში აუღეს და დადებითი პასუხი დაფიქსირდა.
გარდაბანში, ჯამში, კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა.