ექსკლუზივი: ქუთაისში “ოცნება” დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლომინაძეს წარადგენს

ქუთაისის “ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმ ზაზა ლომინაძეს წარადგენს. “რეგიონულ კვირას” ინფორმაცია თავად ლომინაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ხვალ გააკეთებს.
ცნობისთვის, ზაზა ლომინაძე ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ასევე არის ინფექციური საავადმყოფოს ერთ- ერთი დამფუძნებელი, კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 20 ივლისს მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები