რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცხელების ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, ინფიცირებული გაჩიანის მკვიდრია და დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
“ინფიცირებული შუა ხნის ქალია, პაციენტი გაჩიანის მკვიდრის, 65 წლის ქალის კონტაქტია, რომელსაც ინფიცირება 14 ივლისს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს”,-განაცხადეს “ცხელების ცენტრში”.
ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 20 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.