ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა გუშინ გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. მეზობლების თქმით, ხმაური გაიგეს და ამიტომ პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ქალს, ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძოება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.