ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სოფელ უწერაში, ჟამიერეთუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჩიკვაიძე ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფელში არსებულ მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია.

პროექტს  ი/მ ციური რაზმაძე ასრულებს, რომლის ჯამური ღირებულება – 17 151 ლარია. რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები