ონში გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა
ონის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ორგანიზებით 18 ივლისს ქალაქ ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N119-ში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდები : ონის „მოედანი 1″ და ამბროლაურის „ ფეოლა”.
შეხვედრა ანგარიშით 8:2 ონის „მოედანი 1″ -ის გამარჯვებით დასრულდა .შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე თავშავაძე დასახელდა.
ბოკვერას სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრასონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი ესწრებოდნენ.
გამარჯვებული გუნდი „მოედანი 1″ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ თასით დააჯილდოვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს ბაჩანა მარკოიშვილმა სიგელები გადასცა.
ბოკვერას სახელობის ტურნირი ონის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება და ეძღვნება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენის გიორგი კირვალიძის ხსოვნას.