გურჯაანში კორპუსის მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

გურჯაანში კორპუსის მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. დაშავებული თავდაპირველად გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალში” გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ბავშვს რამდენიმე სახის ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა კრიტიკული იყო.
გელა ორველაშვილის განმარტებით, მცირეწლოვანი ამ დროისთვის თბილისში, ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

“ბავშვს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, მუცლის ღრუში, თირკმლის, ელენთის, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა გელა ორველაშვილმა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები