ბორჯომის მერიამ ადგილობრივ ბიზნესმენებს მადლობის სიგელები გადასცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა – ოთარ არბოლიშვილმა საგანგებო მდგომარეობის დროს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და თანამოქალაქეების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობისთვის ადგილობრივ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მადლიერების სიგელი გადასცეს.
,,მე მინდა, მადლობა ვუთხრა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე მადლობას ვუხდი , ყველა იმ ადამიანს ვინც, კორონავირუსის კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათე პაკეტები შეიძინა,”-განაცხადა დავით ზაალიშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და ბიზნეს სექტორთან ერთად, 9000-მდე ოჯახს სასურსათე პაკეტი გადასცა.