გურჯაანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

გურჯაანის სასწრაფო დახმარების მედპერსენალი დღეიდან მუშაობას და პაციენტების მომსახურებას ახალ შენობაში გააგრძელებს. ცენტრს კრიტიკული პაციენტებისთვის ასევე სრულად აღჭურვილი რეანომობილი გადეცა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, ახალი შენობა 4 ეკიპაჟზეა გათვლილი, აქედან 3 სასწრაფო და 1 კატასტროფის ეკიპაჟია.

“ახალ ფილიალი გათვლილია ჯამში 4 ეკიპაჟზე, რომელთაგან 3 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია და 1 კატასტროფის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამშრომლებს ქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, იმოტომ რომ საკმაოდ მძიმე რეჟიმში უწევთ მათ მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანია რეანომობილი, რომელიც მოემსახურება მთელ კახეთს, არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით და გათვლილია კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ახალი შენობის გახსნის და რეანომობილის გადაცემის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრიქტურის მინისტრის მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატი-დავით სონღულაშვილი, მხარის რწმუნებული-ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მერი-არჩილ ხანდამაშვილი ესწრებოდნენ.

საგანგებო სიტუაციებისა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

რეგიონებში სასწრაფო დახმარების 24 ახალი შენობაა გახსნილი და ამ ეტაპზე 29 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები