კარალეთთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კაცი გარდაიცვალა

გორი – კარალეთის გზაზე გამთენიისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცი დაიღუპა. დაშევებული კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, პაციენტს აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რის გამოც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა” , – განაცხადეს კლინიკაში.
ცნობისთვის, დღეს დილით სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ხეს შეეჯახა , რის შედეგადაც მანქანის მძღოლმა დაზიანებები მიიღო. კლინიკაში გადაყვანიდან რამოდენიმე საათში კი დაიღუპა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები