გარდაბანში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

მათი თქმით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

“გუშინ , 18 პირის საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, მათგან მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი”,- განაცხადეს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.

ცნობისთვის, გარდაბანში, ჯამში, კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები