სად იმყოფება ამჟამად ზაზა გახელაძე – ე.წ.სამხედრო პროკურორის კომენტარი

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.სამხედრო პროკურორმა ტიგრან კაბულოვმა 11 ივლისს გატაცებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის ამჟამად კარანტინში იმყოფება.

კაბულოვის მტკიცებით, გახელაძემ ე.წ.სამხრეთ ოსეთის “საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მას თან იარაღიც ჰქონდა. ის რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში მიემართებოდა, როდესაც მესაზღვრეების მიერ იქნა შემჩნეული.მათ გახელაძეს გაჩერება უბრძანეს, თუმცა ის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა”.

ე.წ.სამხედრო პროკურორის თქმით, “გახელაძემ იარაღიც გამოიყენა, სულ მცირე 5 გასროლა განახორციელა ერთ-ერთი მესაზღვრის მისამართით”.

“მესაზღვრეები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ, მათ არავითარი ნორმები არ დაურღვევიათ, და იძულებული გახდნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. გახელაძე ფეხში იქნა დაჭრილი, ის დაკავებულია და ამჟამად კარანტინში იმყოფება, რომ დავრწმუნდეთ აქვს თუ არა მას კორონავირუსი“,- განმარტა ტიგრან კაბულოვმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები