კარალეთთან სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა

სოფელ კარალეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი, 60 წლამდე მამაკაცი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკა”გორმედში” გადაიყვანა.
როგორ “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები