გორში ნასვამმა მამაკაცმა ძაღლი მოკლა
გორში მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებლის სადარბაზოში ძაღლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. როგორც ,,რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, მამაკაცი , რომელმაც ცხოველი მოკლა ,,გორმედის” ქსელის ქირურგია. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტს გულისხმობს