გორში სროლა იყო – დაჭრილია ორი ადამიანი
გორში, ვერხვების დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ორივე მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთ-ერთს, 44 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ღრმა ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ,,რეგიონულ კვირას” წყარო უყვება, კონფლიქტის მონაწილე პირები მეგობრები არიან.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის, ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ. როგორ “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 19-108, და 236-ე მუხლით დაიწყო.