გელათის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, დაფიქსირებული ხარვეზების შეკეთება დაიწყო

გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, დაფიქსირებული ხარვეზების შეკეთება დაიწყო, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება.

სამუშაოები „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული. გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით ხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფქტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავს.

როგორც „რეგიონულ კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე განუმარტავს, სარეაბილიტაციო სამუშაოებში სახელმწიფო სახსრები არ გაიხარჯება.

„მსოფლიო მემკვიდროების ძეგლის დაზიანებულ გადახურვებთან დაკავშირებული გამოსასწორებელი ღონისძიებები კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ გაიხარჯება“,- ამბობს ბარამიძე.

მისი განმარტებით, 2020 წელს გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, ეროვნული სააგენტო დისტანციურ რეჟიმში სისტემატურ კონსულტაციებს გადის დარგის წამყვან საერთაშორისო ექსპერტებთან, გადახურვებთან დაკვაშირებული პრობლემური საკითხების საუკეთესოდ შეფასებისა და აღმოფხვრის გზების დასახვისათვის. პანდემიური ვითარების ფონზე სამომავლოდ იგეგმება ექსპერტების საველე მისიაც. რაც შეეხება სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის დაზიანებას, ბარამიძის განცხადებით, სტრუქტირის რეაბილიტაცია შემდგომ ეტაპზე იგეგმება.
„ზოგადად, სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო მდგომარეობის პრობლემატიკა, მისი ისტორიული დაზიანებების გამო, მუდმივად იდგა დღის წესრიგში, რომლის განხორციელებაც არქიტექტურული  სტრუქტურის რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპზე იგეგმება. ამ ეტაპზე ეროვნული სააგენტო შესაძლო რესურსების გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებს მართავს როგორც  დონორებთან, ასევე საერთაშორისო დარგობრივ ინსტიტუციებთან, რათა გადახურვებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ უზრუნველყოფილი იყოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი – მიდგომა, მეთოდოლოგია და შესრულების მაღალი ხარისხი  როგორც პროექტირების, ასევე შესრულების ეტაპზე“,- ნიკოლოზ ანთიძემ.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო  2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და კომიტეტის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვის რეაბილიტაცია სხვადასხვა ეტაპზე  აფინანსებდა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (2013-2018წწ) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (2018-2019წწ).
ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობის“ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე 2013 – 2019 წლებში გელათის კომპლექსური რეაბილიტაცია განხორციელდა.ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები