ზუგდიდის მერია ლელოს ბრალდებებზე: რწმუნებულების გათავისუფლება საკადრო ცვლილებებს უკავშირდება
პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა, სპეციალური ბრიფინგი გამართა.
როგორც, ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ზუგდიდის მერიამ 8 ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელები, მათივე ვარაუდით, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.
“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს.იმ სოფლებში, სადაც დიდი ალბათობით გადაადგილებები ხდება, ოპოზიციურ ძალებს მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ. ხელისუფლება ცდილობს ჩაანაცვლოს ეს რწმუნებულები ახალი კადრებით, რომლებიც უფრო ეფექტურები იქნებიან ხმების მობილებაზაში მოსალოდნელ საარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა ახვლედიანმა.
“რეგიონული კვირა“ შეეცადა გაეგო, თუ რა მიზეზით მოხდა რწმუნებულების დათხოვნა დაკავებული თანამდებობიდან. კახათისა და ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომდაგენლები „რეგიონულ კვირას“ უყვებიან, რომ რჩებიან გუნდის წევრად და მათი გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება.
„ის რაც „ლელომ“ რიფინგი გამართა, ეს არის პოლიტშოუ, დადგმული წინასაარჩევნოდ ვიღაცეები გულის მოსაგებად. ვაგრძელებ პარტიულ მუშაობას და სადაც მოთხოვს სახელწმიფო, ქვეყანა თუ პარტია, ნებისმიერ პოზიციაზე მზად ვარ ვემსახურო“, – უთხრა „რეგიონულ კვირას“ ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის რწმუნებულმა ავთანდილ მარღიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ.
„საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელს, 1 აგვისტოს შეუწყდებათ ადმინისტრაციული ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ეცნობათ ერთი თვით ადრე. ესენია ცვანე, ანაკლია, ჯიხაშკარი, ალერტკარი, კახათი, ახალკახათი, ჭითაწყარი, შამგონას ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები“,- ნათქვამა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.