გორში ბავშვის საწოლში გველი იპოვეს

გორში, კომბინატის დასახლებაში ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა საკუთარ საცხოვრებელში გველი იპოვა. როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ქვეწარმავალი ოჯახის წევრებმა ბავშვის საწოლში იპოვეს. ადგილზე გამოძახებული იქნა სამაშველო ჯგუფი, რომელთა მეშვეობითაც ქვეწარმავალი შენობიდან გაიტანეს. კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა, ანტისანიტარიაზე და ქვეწარმავლების საცხოვრებელ სახლებში შეღწევის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები