ჭიათურის მერი „ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონში“ გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს შეხვდა.
“ეტალონის” კონკურსი 2020 წლის 15 ივლისს დისტანციურად ჩატარდა. პროექტში ჭიათურის 33 სკოლის 165-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ჭიათურის “ეტალონი მოსწავლე” მე-5 საჯარო სკოლის IX კლასელი კარლო ცუცქირიძე გახდა. მეორე -მესამე ადგილზე სოფელ ხრეითის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ქრისტინე ჯავახაძე და მე-7 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანა ჩაჩანიძე გავიდნენ.
მერმა ახალგაზრდებს ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებით გამოსვლა მიულოცა და სამახსოვრო სიგელები და წიგნები გადასცა.
,,გილოცავთ პროექტში წარმატებულ გამოსვლას. თქვენ ჩვენი ხვალინდელი დღე და მომავალი ხართ. მჯერა, თქვენი განათლებით და შრომისმოყვარეობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ უფრო დიდ წარმატებებებს გისურვებთ მომავალში -განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები