სოფელ არაშენდაში გაზიფიცირების პროცესს გორის მერი ადგილზე გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ქარელის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი თოთლაძესთან ერთად დაათვალიერა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმოამდგენლებმა, სიმბოლურად, ბუნებრივი აირი იმ ოჯახში აანთეს, სადაც გაზიფიცირა უკვე დასრულდა.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში საქართველოს პარლამენტის წევრთან გიორგი თოთლაძესთან ერთად გაზიფიცირების სამუშაოები დავათვალიერე და გაზქურა სიმბოლურად კოპაძეების ოჯახში ავანთე. “,- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
სოფლის გაზიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს და დაახლოებით, 2 თვეში დასრულდება. სამუშაოებს ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები