სენაკი – ლესელიძის ცენტრალურ გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი – სენაკი – ლესელიძის ცენტრალური ავტობანზე, იგოეთის მონაკვეთზე. როგორც ,,რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც ,,რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სსკ 276 მუხლის მე 2 ნაწილით დაიწყო.