გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულის ნათესავები ზუგდიდში აქციას მართავენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან ხმაურია. ადგილზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებული შშმ პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დაკავებულის ოჯახის წევრები და ნათესავები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი თქმით, რადგან დაკავებული შეზღუდული შესაძლებლობის პირია, შესაბამისად მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება და დაკავებული არა ციხეში, არამედ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს.
გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი 26 მაისს დააკავეს. შემთხვევა 22 მაისს ჩხოროწყუში მოხდა. მას გამოძიება 22 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობას ედავება.