ფოთში მეუღლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
ფოთის საქალაქო სასამართლომ ქმრის მიერ ცოლის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირი დამნაშავედ ცნო და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. “ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 13 იანვარს ქ. ფოთში, ზ.შ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლის მიმართ წამება განახორციელა, რა დროსაც დანით მიაყენა ჭრილობები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ზ.შ. 2020 წლის 13 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 114 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის წამება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ფოთის საქალაქო სასამართლომ ზ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.