“ქართული ოცნების” დეპუტატის, სავალან მირზოევის მამიდას კორონავირუსი დაუდასტურდა – “მე არ მქონია კონტაქტი”

“ქართული ოცნების” დეპუტატის, სავალან მირზოევის მამიდას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც დეპუტატი ამბობს, ის სავარაუდო კონტაქტი არაა.

“დიახ, დღეს დილით დაუდასტურდა. მე ორ კვირაზე მეტია კონტაქტი არ მქონია. თბილისში ვცხოვრობ, ეგენი სოფელში ცხოვრობენ. სავარაუდო კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს და როგორც ვიცი, დადგენილიცაა უკვე. მე არ მქონია კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გადაყვანილია თბილისში”,- აცხადებს სავალან მირზოევი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები