საგარეჯოს მერიაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ფერმერებს შეხვდნენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილი ტრენინგი გახლდათ, რომელიც ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა თემატიკის შესახებ ინფორმაციის გაცნობას გულოსხმობს.
ამჯერად, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ეხებოდა.
#ფერმერთამხარდასაჭერად

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები