ცენტრალური ავტობანზე , სოფელ რუისთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ” რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა , გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა , რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა , რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ, სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.
როგორ ,,რეგიონულ კვირას ” შსს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.