რუსთავის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი 2 პრის დაუდასტურდაა ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცხელების ცენტრში განუცხადეს. მათი თქმით, ორივე მათგანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მკვიდრია.

„ ერთი ინფიცირებული შუახნის ქალბატონია და სოფელ გაჩიანში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული 65 წლის ქალბატონის კონტაქტია. რაც შეეხება მეორე ინფიცირებულ მამაკაცს, ისიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ამ დროისთვის,  ველოდებით გადაუდებელი დახმარების ბრიგადას რათა პაციენტები გადაიყვანონ თბილისში შესაბამის დაწესებულებაში“,- განაცხადეს ცხელების ცენტრში .

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 19 შემთხვევა დაფიქსირდა , მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები