სოფელ ქურდულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
სოფელ ქურდულის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა და 5 500 გრძივი მეტრი სასმელი წყლის მაგისტრალი.
როგორც “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ბოლო ეტაპი, წყლის გამანაწილებელი რეზერვუარის მოწყობა მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს ხულოს მერი – ვახტანგ ბერიძე ადგილზე გაეცნო და დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა.
“პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 134 434 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ხულოს მერიის დაკვეთით შპს “ალსოფი” ასრულებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.