მარტვილში, სალხინოში, პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო

მარტვილში, სალხინოში, პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზაფხულის პერიოდში ერთდღიანი სემინარები ჩატარდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამეგრელოში ნატო-სა და ევროკავშირის ცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფროამციით, პროექტის გახსნაზე სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მიმართეს. მომხსენებლებმა ახალგზარდების საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე ინფორმირებულობაზე გაამახვილეს ყურადღება.
“იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ევროინტეგრაციის პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთვის ინფორმაციის სწორი მიწოდება მიმდინარე პროცესებისა და ხელშესახები სიკეთეების, მაგალითად ევროპული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს”, – განაცხადა თამარა წულეისკირმა.

პროექტი როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს მოიცავს, კერძოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან მარტვილს, სათაფლიას, ვარძიას, ბათუმსა და წინანდალს ეწვევა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ მიიღებს ინფორმაციას. პროექტი მიზნად ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები