ალექსანდრე მოწერელია: ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ფოთის მერიაში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
ჰაერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, თბილისიდან შესაბამისი სამსახურის წარმოამდგენლებს მოიწვევენ, რომლებიც ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.
სამუშაო ჯგუფს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ფოთში ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მიმდებარედ არსებული ტერმინალების გამო შექმნილი პრობლემებია მოგვარებას ითხოვს.