ზუგდიდის მერია: თავისუფლების ქუჩის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა მოუგვარდება

ზუგდიდში, თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩების მოსახლეობას, რომლებმაც საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი დავით შელეგია შეხვდნენ.
როგორც „რეგიონული კვირას“ ქალაქის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოსაწყობად პროექტირება უკვე დაწყებულია. რამდენიმე დღეებში კი საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭირო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ჰქონდათ. მოსახლეობა საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვდა. ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას განმარტებით, თავისუფლების ქუჩაზე სამუშაოების დაწყება ტექნიკური სირთულის გამო ვერ ხერხდებოდა და პრობლემის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტი შესაბამის სახსრებს ეძებდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები