თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსავლის აღება მიმდინარეობს

COVID 19-ით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, აგროსერვისის მიწოდება შეუფერხებლად, წესების სრული დაცვით ხორციელდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებმა აქტიურად დაიწყეს თავთავიანი მოსავლის აღების პროცესი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში დახმარებას თეთრიწყაროს ფერმერთა მომსახურების ცენტრი უწევს, რომელიც უახლესი ტექნიკის გამოყენებით ფერმერებს აგრო მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს კომბაინის მომსახურებით, რომელიც სიმინდის მოსავალს განსხვავებული ტექნოლოგიით იღებს და საქართველოში სულ რამდენიმეა.
მოსავლის აღების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით მუნიციპალიტეტში 5 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ადგილზე გაეცნო.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დავით პეტრიაშვილი ევროკავშირის ენპარდ პროგრამის გამარჯვებულია, რომელსაც ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში მას დამატებით აგრო ტექნიკა გადაეცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები