ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მხარის რწმუნებულმა დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტრული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“აქტიურად მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხევაშენი-ნაქურდევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 3 670 მ ასფალტო-ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, მილ-ხიდებით, ცხაურებით, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 1 079 000 ლარია, ასევე მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალისა და სოფელ წარბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3კმ ბეტონის საფარიანი გზა, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით. მიმდინარე პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 249 999 ლარია. დასრულდა სოფელ ხარჯამში ფეხბურთის მინი მოედანის მოწყობა, პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის საფარზე დაიგო ხელოვნური ბალახი და მოეწყო გარე განათება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ღირებულება 69 400 ლარია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები