სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებული ბავშვის კონტაქტებიდან “კოვიდ 19” არცერთს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.
“ბოლო 24 საათში ლუგარის ცენტრში აღებული და გაგზავნილი იქნა 238 ნიმუში. 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. მათ შორის, ყარაჯლის დადასტურებული შემთხვევის 10 კონტაქტის ტესტირების შედეგიც უარყოფითია. დღეს კვლავ გრძელდება ნიმუშების აღება კონტაქტირებული პირებიდან, რომლებიც გაიგზავნება ლუგარში და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, 10 თვის ბავშვს კოვიდინფიცირება გუშინ დაუდასტურდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მატ ბავშვი დიარეის სიმპტომით საავადმყოფოში მიიყვანეს რა დროსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებიტი აღმოჩნდა.
ბოლო მონაცემებით, კახეთში 3 საკარანტინე სივრცეში 111 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 56 პირი რჩება.