ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს გასდიოდა. ბათუმის მერის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თუმცა აღნიშნულს ოფიციალურად დღემდე არ ადასტურებდნენ.
ქალაქის მერის მოვალეობას არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს. იგი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად მუშაობდა, მანამდე კი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები