ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულ შაკო შამათავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

შაკო შამათავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ის ორი კვირის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და ახლა მკურნალობის კურსს გადის, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მკურნალობის სახსრები კი ოჯახს არ აქვს.
“ეს ახალგაზრდა ორი კვირის წინ რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა. ორჯერ გაუკეთდა თავის ქალის ტრეპანაცია. ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, რომელიც ჯდება დღეში 820 ლარი. ამის გარდა სჭირდება ალბუმინი 20%-100მლ,რომელიც ჯდება 193 ლარი და საჭმელი მედიდრინკი რომელიც 60 ლარი ღირს- 4 ცალი.რისი საშუალებაც ოჯახს უკვე აღარ გააჩნია,რადგან ორი ოპერაციის და სხვა ხარჯების შემდეგ ამოეწურა ყველანაირი შესაძლებლობა..
იმ დროს, როცა თავის ორი თვის წინ მოყვანილ მეუღლესთან სიცოცხლით უნდა ხარობდეს,რეანიმაციის ოთახში სიკვდილს ებრძვის. ავარიამდე ორი დღით ადრე გაიგო,რომ მალე მამა გახდებობდა. ამ სასიხარულო ამბით ტკბობაც ვერ მოასწრო,რომ ასეთი განსაცდელის წინაშე დადგა.
მეგობრებო ძალიან გთხოვთ გულთან მიიტანოთ ეს ამბავი და ყველამ ერთად მოვინდომოთ მისი სიცოცხლის გადარჩენა. ნუ დავაქვრივებთ ამ პატარა გოგონას. საწყენია,რომ ორსულობის პერიოდის გავლა ასეთი სტრესის ქვეშ უწევს. დავეხმაროთ ამ ახალგაზრდა ოჯახს,უმორჩილესად გთხოვთ”, – წერია ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკი.- GE42BG0000000346040085
თბს ბანკი
GE78TB7668145061100121
პირადი ნომერი- 26001034959
მეუღლის ნდობით აღჭურვილი პირი, მიმღები ნინო მარგალიტაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები