ირაკლი ქადაგიშვილი: ზარალის დათვლის შემდეგ, ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემების სრულად აღმოფხვრის მიზნით, დამატებითი თანხების გამოყოფას ვთხოვთ

კახეთში გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგები მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შეაფასა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სტიქიამ ყველაზე მეტად თელავის მუნიციპალიტეტის 7 სოფელი დააზარალა. ჯამში 20-ზე მეტ სოფელში 4 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული და უმეტესად ვენახის ფართობები დაზიანდა, აქედან 3 00 ჰექტრამდე ზარალს თელავის მუნიციპალიტეტი ითვლის.

“განსაკუთრებით სტიქიის დროს თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტები დაზარალდა. ქარიშხალმა რამდენიმე სოფელში გამოიწვია საცხოვრებელი სახლების და საგზაო ინფრასტრიქტურის დაზიანება. მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიდნენ. მოძრაობა სადაც გადახერგილი იყო, ამ დროისთვის აღდგენილია. იყო ასევე შეფერხება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო ქარიშხლის მიერ სადენების დაწყვეტის გამო. დღეს დილის მონაცემებით, ელექტროენერგია აღდგენილია და კონკრეტული ჩივილები არ გვაქვს და თუ იქნება ოპერატიულად მოხდება ჩარევა.რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, 112 ასეთი სახლია იდენტიფიცირებული და რა საჭიროებაც დგას, ყველაზე მოხდება საჭიროებისამებრ დახმარება,სრულად მოხდება სახლების გადახურვაც,სადაც ამოს საჭიროება იქნება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მხარის რმუნებულის თქმით, ზარალის ზუსტი შეჯამების შემდეგ თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებას, ინფრასტრუქტურული პრობლემების სრულად აღმოფხვრის მიზნით, დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართავს.
რეგიონში ასევე დაწყებულია აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ზარალის შესწავლაც.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფების მიერ დასეტყვილი ფართობების აღრიცხა კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა მონაცემები დღის ბოლოს კვლავ შეიცვალოს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები