ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ. როგორც “რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ორი სკუტერი, ორი ნავი, მყვინთავები არიან ჩართული. უწყების ცნობით, წყლის ზედაპირი დრონით კონტროლდება. ასევე მობილიზებულია ექოლოტი, რომელიც წყლის ფსკერს ამოწმებს.