აქცია ზუგდიდში – ადგილობრივები საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ და აცხადებენმ რომ მათ აღნიშნული მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, თუმცა პრობლემა ამდრომდე მოუგვარებელია.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქისკენ მიმავალი გზა გადაკეთილი ჰქონდათ.
ადგილზე საპატრულო პოლოციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.
როგორც “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მერიაში განუცხადეს თავისუფლების ქუჩის, იმ კონკრეტულ მონაკვეთზე ტექნიკური სირთულულეების გამო წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები არ არის გათვალისწინებული.
როგორც მერიაში განმარტავენ, ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს დამატებითი რესურსის მოძიებაზე, რათა აღნიშნული პრობლემა უმოკლეს ვადებში მოგვარდეს.