მოიალაღეებს ექიმები პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწევენ

საზაფხულო იალაღებზე, ამბულატორიის ექიმები, თსპ-ს ექთნებთან ერთად მოიალაღეებს პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ექიმები აღჭურვილი არიან პირველადი მოსხმარების მედიკამენტებით.

“უჩამბის თემის ამბულატორიის ექიმი იზოლდა აბუსელიძე ღომას მთაში იმყოფებოდა, მოიალაღეთა ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და შესაბამისი დახმარება გაუწია. მოსახლეობას, COVOD19-ის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ჩირუხის, გომის, კიკიბოს, კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის მთებში იმყოფებოდნენ დღვანის, ბარათულის, შუბნისა და ოლადურის მედ-პერსონალი.

ზამლეთის ამბულატორიის ექიმი მაკა ღორჯომელაძე დღეს, სამედიცინო დახმარებას გაუწევს თეთრობის მთის მოიალაღეებს”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები