დმანისში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

დმანისში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
საკონსულტაციო ცენტრის გახსის ცერემონიალში მონაწილეობა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა – რაჟდენ კუპრაშვილმა, დმანისი წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა-კახა ოქრიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ტატუაშვილმა მიიღეს.
აღნიშნულ ცენტრში დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას მიიღებენ.
საკონსულტაციო ცენტრის იურისტი დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს გაუწევს უფასო იურიდიული კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის კი, კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.
გახსნის დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა იურისტ-კონსულტანტი ლალი ალუდაური, რომელიც ასევე მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტია და მისი მუშაობის გრაფიკიც გააცნო.
„ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიულ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. , წელს უკვე რიგით მეოთხე საკონსულტაციო ცენტრი დმანისში და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კვალიფიციური იურისტისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრას მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები, როგორიცაა დახმარება მიწის რეგისტრაციაში, საბანკო სესხების, მემკვიდრეობის, სოციალური დახმარებების მიღებაში და ა.შ“, – განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.
“დმანისის მუნიციპალიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნაში. ჩვენ უსასყიდლოდ გადავეცით შენობა და დარწმუნებული ვარ, დმანისის მოსახლეობა ნამდვილად ისარგებლებს უფასო სამართლებრივი დახმარებით”, – აღნიშნა დმანისის მერმა. გიორგი ტატუაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა.
იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები