კახეთში ძლიერი სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთში, წუხელ, გვიან ღამით მომხდარი სტიქიისას ყველაზე მეტად ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტები დაზარალდა.
ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარბობალამ სოფლები – ნაფარეული, სანიორე, ჯუღაანი, კონდოლი, კურდღელაური, ნასამხრალი, წინანდალი, შალაური და ქალაქი თელავი მნიავნელოვნად დააზარალა.

როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის მერმა განუცხადა, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

“ყველაზე მეტად დაზიანებულია სოფელ კონდოლში საცხოვრებელი სახლები, გადახდილია სახურავები, ასევე გარკვეული ჯგუფები მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ზარალზე, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტი სახლების გადახურვაზე 100%-ით მიიღებს მონაწილეობას, რაც შეეხება სხვა სახის ზარალს, პასუხი მას შემდეგ გვეცოდონება, რაც ზარალი სრულად დაითვლება”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

სტიქიის დროს კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტი დაზარალდა. დასეტყვილია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო -სამეურნეო სავარგულები და მოგლეჯილია ხეები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები