ბათუმის ერთერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა – 3 ადამიანიდან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევის დროს ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
ერთერთი მათგანი “რეგიონულ კვირას“ უყვება, რომ მეგობრებთან ერთად დედასთან დაბადების დღის მისალოცად, მეშვიდე სართულზე ავიდა, უკან დაბრუნებისას კი ლიფტი ჩაწყდა. მისივე თქმით, ორი პირი უგონო მდგომარეობაში იყო, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მათ შოკური მდგომარეობა აღენიშნებოდათ. ამ დროისთვის პაციენტები ბინაზე გაეწერნენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთ სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები