ქობულეთელ ოთხ 100 წლის მოქალაქეს მთავრობამ 1000-1000 ლარი გადასცა
მიმდინარე წელს ქობულეთში მცხოვრებ 4 მოქალაქეს 100 წელი შეუსრულდა.
ოლია ცეცხლაძე, გული გუგუნავა, რემზი ჭაღალიძე, ხუსეინ ზოიძე- საუკუნის ადამიანები არიან. ოთხივე მათგანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ ფარგლებში, საუკუნის მოქალაქეებს 1 000-1 000 ლარი გადაეცათ.
2020 წლის მონაცემებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 100 და 100 წელს გადაშორებული 6 მოქალაქე ცხოვრობს.