სოფელ აჭყვისთავში 310 აბონენტი ბუნებრივი აირით ისარგებლებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მიწისქვეშა გაზსადენის მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო. ამ ეტაპზე კი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულებულია.

პროექტის თანახმად, ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში 310 აბონენტი შეძლებს ჩართვას.
მიწისქვეშა სამუშაოებთან ერთად გაზიფიცირების სამუშაოების ფარგლებში საჰაერო მონტაჟიც განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები აჭყვისთავის შემდეგ ალამბარში, ზენითსა და მუხაესტატეში გაგრძელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება 6 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
გაზიფიცირების სამუშაოები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

2019-2021 წლების გეგმით, ქვეყნის მასშტაბით, 384 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. ჯამში 88 363 აბონენტი ბუნებრივი აირით ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები