„ცივის ყველი“ ჩიკაგოში და 100-მდე ყველის ნაირსახეობა თელავის ერთ პატარა სოფელში

„ცივის ყველი“,  რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში იწარმოება, აშშ- ის ჰიპერმარკეტების მყიდველისთვის უკვე ხელმისაწვდომია. გიორგი ღაღაშვილი „რეგიონულ კვირასთან“ ყვება, რომ ამერიკაში ექსპორტზე „ცივის ყველი“ სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გავიდა და ძირითადად დაძველებული ყველის ნაირსახეობებს შეადგენდა.
„ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქცია გავიდა ჩიკაგოში, აშშ-ში, ჩვენმა პარტნიორებმა აღმოგვაჩინეს სოციალური ქსელის დახმარებით და 3 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკვე შესაძლებელია ამერიკის ჰიპერმარკეტების დახლებზე კომპანია „ცივის ყველის“ დამზადებული პროდუქცია“.- აღნიშნა კომპანიის დირექტორმა, გიორგი ღაღაშვილმა.
ღაღაშვილის თქმით, ექსპორტზე მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა. გიორგი „რეგიონული კვირის“ ჯგუფთან აღნიშნავს, რომ ფერმებიდან წამოღებული ნატურალური რძე თავდაპირველად ლაბორატორიაში მოწმდება, რის შემდეგაც ტესტების სახით სხვადასხვა კვლევებს გადის და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემდეგ რძის ავზებში თავსდება, საიდანაც ყოველდღიურად 10-მდე სახეობის ყველზე 40- მდე დასაქმებული მუშაობს.
„ცივის ყველის“ ნაწარმიდან ტურისტს ყველაზე მეტად გაირკვა, რომ დაძველებული ნაირსახეობის ყველი აინტერესებს.
„ტურისტები ძალიან დაინტერესებული არიან დაძველებული ყველით, მაგალითისთვის- საფერავის და თეთრი ღვინის ნაირსახეობით, საქართველოშიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს დაძველებული ყველი და ჩვენი ნაწარმით თითქმის ყველა ქსელური მაღაზიის მყიდველი სარგებლობს“,- განმარტავს წარმოების დირექტორი.
საწარმო „ცივის ყველი“ 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 2019 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ხარისხის ნიშანს“ ფლობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები