ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონულ ტურნეს ფარგლებში ახალციხეს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სააგენტო დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად, მხარის რწმუნებულს – ბესიკ ამირანაშვილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს – გურამ მელიქიძეს და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელს – გიორგი მიქელაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს. გარდა ამისა, მხარეებმა უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები