„ჯორჯიან მანგანეზისა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის (NSC) თანამშრომლობით ქალბატონებს ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის (NSC) თანამშრომლობით, ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედის“ ტერიტორიაზე, მამომობილის საშუალებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელ ქალბატონებს ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ.
„კომპანია თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, გამოკვლევების პროცესი წარმატებით ჩატარდა. აღნიშნული ნაბიჯით შესაძლებელია, რომ ქალბატონებს პრობლემა, თუ ის რეალურად არსებობს, დროულად გამოუვლინდეთ, ხოლო კონკრეტული პრობლემის გამოვლენის შემდგომ ის სრულფასოვნად იქნას გამოკვლეული“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ჯანდაცვის კოორდინატორმა, ვასილ პეტრიაშვილმა.
აღნიშნულ კვლევებს პერმანენტული ხასიათი აქვს და „ჯორჯიან მანგანეზი“ მას უფასო პროგრამის ფარგლებში პერიოდულად ატარებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები