ლაგოდეხში ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მერმა – ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან – კახა ჯამბურიასთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 240 გრძ. მეტრი სანიაღვრე არხი, ლითონის ცხაური მოეწყობა და 951 გრძ. მეტრი ასფალტობეტონის საფარი დაიგება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 200 444 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება.